ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ტოლერანტობის კვირეული 2016: “ტოლერანტობა თავისუფლებაა!”
11 November 2016

საქართველოს უნივერსიტეტი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 14 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით მორიგ ტოლერანტობის კვირეულს უმასპინძლებს. კვირეულის განმავლობაში უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი და კომპეტენტური პირები წაიკითხავენ.
ლექციებზე დასწრება თავისუფალია, სტუმრებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ასევე, კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები სტუდენტების ჩართულობით.
საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა!“.

ტოლერანტობის კვირეულის განრიგი:

14 ნოემბერი (ორშაბათი)
ტოლერანტობის კვირეულის გახსნა
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, I სართული
დრო: 15:00 სთ

15 ნოემბერი (სამშაბათი)
კინოჩვენება
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #116.
დრო: 18 სთ

16 ნოემბერი (ოთხშაბათი)
პერფორმანსი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისგან
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსის ეზო
დრო: 13:30 სთ

17 ნოემბერი (ხუთშაბათი)
საჯარო ლექცია: „ცხოველების მიმართ ტოლერანტობა“
სპიკერი: თბილისის ზოოპარკის დირექტორი ბ-ნ ზურაბ გურიელიძე
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 16:00 სთ

18 ნოემბერი (პარასკევი)
კვირეულის დახურვა
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსის ეზო
დრო: 18:00 სთ

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი